21 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქეთი ჯავახიშვილის ნათესავია.

გოგოს ცხედარი გუშინ სამგორის რაიონში, საკუთარი სახლის წინ, ორმოში მამამ ნახა. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს. მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია მოკლულის მობილური ტელეფონი. დანაშაულის  მოტივი უცნობია, თუმცა სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის განიხილება ფულის გამოძალვისა და შურისძიების ვერსიებიც.

სამართალდამცველები და კინოლოგები დანაშაულის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები