ავტობუსების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა

ჰონდურასში, ავტობუსების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ერთი ავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, მეორე კი კერძო კომპანიის, რომელსაც მიგრანტები საზღვარზე მიჰყავდა.

დაღუპულთა ოჯახებს სოციალური ქსელით მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები