,,არასდროს იქნება მშვიდობა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, თუ რუსეთი არ შეიცვალა – ამის ერთადერთი გზა უკრაინაში დამარცხებაა” – ზურაბიშვილი

,,არასდროს იქნება მშვიდობა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა], თუ რუსეთი არ შეიცვალა – ამის ერთადერთი გზა უკრაინაში დამარცხებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,საქართველომ, რომ გააგრძელოს ეს გზა და ნამდვილად შევიდეს ევროპულ ოჯახში, როგორც სრულფასოვანი წევრი, იმისთვის რომ გავიაროთ ეს გზა, მივუახლოვდეთ იმ ჰორიზონტს და მოვახდინოთ ტრანსფორმაცია ამ ქვეყნის, როგორც არა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, არამედ როგორც ნამდვილი ევროპული ქვეყანა, მთავარი გამოწვევა რჩება რუსეთი – დიდი გამოცდილება გვაქვს, რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა და ვიცით, რას ნიშნავს, როცა ის თავს ესხმის სხვადასხვა ქვეყანას. ვერ მოხდება საქართველოს დახმარება ამ გზაზე, თუ არ მოხდება უკრაინის მხარდაჭერა… არასოდეს იქნება მშვიდობა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, თუ არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, რუსეთი თუ არ შეიცვალა და მხოლოდ ერთი გზა რომ შეიცვალოს რუსეთი, ეს არის ის, რომ უკრაინაში დამარცხდეს, ეს ყველას პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები