ისრაელმა “ჰამასის” გვირაბების ახალი ქსელი აღმოაჩინა

ისრაელმა “ჰამასის” გვირაბების ახალი ქსელი აღმოაჩინა, რომელიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში, მათ შორის საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის ქვეშ გადის.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, გვირაბის ქსელი, 10 კილომეტრზე მეტი სიგრძით, გადიოდა თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფოსა და ახლომდებარე უნივერსიტეტის ქვეშ და ღაზას ქალაქ ზეიტუნამდე აღწევდა. გვირაბი გამოიყენებოდა “ჰამასის” ღაზას ქალაქის და ცენტრალური ბანაკების ბრიგადების მიერ, ტერიტორიებს შორის ოპერატიული ძალების გადასაადგილებლად.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ქსელში აღმოაჩინა საცხოვრებელი ოთახები, სველი წერტილები და იარაღის საწყობები, ასევე “ჰამასის” რამდენიმე ოპერატორის ცხედარი.

მსგავსი თემები