უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ტამამ შუიოკი აირჩია

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიის წარდგენილი კანდიდატი ტამამ შუიოკი აირჩია.

მანამდე შუიოკი უკგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ის ოფიციალურად ახალ თანამდებობას 8 დღეში დაიკავებს. მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სპიკერი ლასლო კევერი იქნება.

უნგრეთის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ერთხმად მიიღო პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომის განცხადება. შეგახსენებთ, რომ მან 10 თებერვალს ბავშვთა სახლში სექსუალური ძალადობის საქმის დაფარვისთვის, მსჯავრდადებული კაცის შეწყალების სკანდალის შემდეგ, გადადგომა გამოაცხადა.

მსგავსი თემები