“ჰეზბოლას” უფროსი მეთაური ლიკვიდირებულია – IDF

სამხრეთ ლიბანში, ავიაიერიშის შედეგად “ჰეზბოლას” უფროსი მეთაური ჰასან ჰუსეინ სალამი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას IDF-ი ავრცელებს.

მათი თქმით, ჰასან ჰუსეინ სალამი “ჰეზბოლას” რეგიონული დანაყოფის მეთაური და ისრაელის ჯარებზე და ისრაელის თემებზე ჩრდილოეთ ისრაელში თავდასხმებს ზედამხედველობდა.

ბოლო თავდასხმები, რომლებშიც სალამი მონაწილეობდა, მოიცავდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმებს კირიათ შმონაზე და 769-ე “ჰირამის” რეგიონული ბრიგადის ბაზაზე.

მანამდე მისი სიკვდილი “ჰეზბოლამ” გამოაცხადა, თუმცა ის მეთაურად არ მოუხსენიებიათ.

მსგავსი თემები