გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მთავრობა ავრცელებს.

მათი თქმით, მორიგი სამხედრო დახმარება უპილოტო საფრენ აპარატებს, საარტილერიო ჭურვებსა და ნაღმებისგან გამწმენდ მანქანებს მოიცავს.

,,სამხედრო დახმარება მიწოდებულია ორი განსხვავებული გზით: ერთი მხრივ, არის ფედერალური მთავრობის სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც გამოიყენება სამხედრო ტექნიკისა და სხვა მასალების მიწოდების დასაფინანსებლად. მეორე მხრივ, არის მიწოდებები ფედერალური შეიარაღებული ძალების მარაგებიდან. საერთო ჯამში, გერმანიის ფედერალურმა რესპუბლიკამ ამ დრომდე გასცა ან აიღო ვალდებულება მომავალი წლების სამხედრო დახმარებისთვის, დაახლოებით 28 მილიარდი ევროს ღირებულებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი თემები