„მოსკოვი შურს იძიებს“ – მედვედევი სანქციებზე

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო მოსკოვი შურს იძიებს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„მიზეზი (სანქციების უკან) ნათელია: რაც უფრო უარესია ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მით უკეთესია დასავლური სამყაროსთვის. ჩვენ ეს ყველას უნდა გვახსოვდეს და მათზე, სადაც შესაძლებელია, შური უნდა ვიძიოთ. ისინი ჩვენი მტრები არიან“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია დააწესა.

 

 

მსგავსი თემები