არის თუ არა კავშირში რუსულ პარტიასთან სანქცირებული ფარცხალაძე?!

არის თუ არა კავშირში რუსულ პარტიასთან სანქცირებული ფარცხალაძე?!

“ქართველების ერთობა” პოლიტიკური პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიების რეესტრის ერთიანი ამონაწერიდან დგინდება, ახალი პრორუსული პოლიტიკური ხედვების მქონე პარტიის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია. ჭიქაშვილი მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია, “სოლიდარობა მშვიდობის” თავმჯდომარე იყო, ამ ორგანიზაციის წევრი იყო, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებული, ექს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შვილი, ანდრია (ანზორ) ფარცხალაძე, – ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აანონსებს, რუსეთის აგენტობაში მხილებული და სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, დღემდე ახალი პარტიის დამფუძნებელთან, მერაბ ჭიქაშვილთან მჭიდრო კავშირშია. ახალი პრორუსული პარტიაც, რომლის პრეზენტაციაც, სასტუმრო “შერატონში” შედგა, ფარცხალაძესთან კომუნიკაციით შეექმნა, ექს მთავარ პროკურორს რომელიც, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის იმ დეპარტამენტის წარმოადგენს, რომელიც საქართველოს საკითხებს კურიერებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით კი ფარცხალაძეს დავალებული აქვს საქართველოში ხალხის განწყობები რუსეთის სასიკეთოდ შეცვალოს. “მელაძის შაბათის” ინფორმაციით, პრორუსული პარტიაც რუსული დაფინანსებით ამის გამო შექმნა.

ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია, რომელიც საქართველო რუსულ ორბიტაზე ხედავს და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას გაატარებს, უკვე არჩევნებისთვის ემზადება.

პარტიის პრეზენტაციის ფოტოებში,  ფარცხალაძესთან კავშირში მყოფი ახალი პოლიტიკური ძალის ყრილობას, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ახლო მეგობარი, ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მამუკა ფიფია ესწრებოდა. ირკვევა, რომ გავრილოვის მეგობარს, ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პარტიაში, საერთაშორისო მდივნის თანამდებობა ექნება.

 

მსგავსი თემები