ზელენსკი უახლოეს მომავალში შესაძლოა, სომხეთს ეწვიოს

უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ვიზიტის სავარაუდო თარიღად მარტი სახელდება, თუმცა სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, ვალერი ლობაჩი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

რამდენიმე დღეში თავად გაიგებთ ამბებს და გაიგებთ რა იქნება. ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილიზაციისთვის…მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გაზაფხული ბევრ პოზიტიურ მოვლენას მოუტანს სომხეთს “, – ამბობს დიპლომატი.

 

მსგავსი თემები