„უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს“- ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს – ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, კიევში ჩავიდა. ჯონსონი Twitter-ზე წერს, რომ მისთვის დიდი პატივია რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე უკრაინაში ყოფნა.

“პუტინის შემოჭრის ამ საშინელ მეორე წლისთავზე ჩემთვის პატივია აქ, უკრაინაში ყოფნა. მათი დაუოკებელი გამბედაობით, ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს – იმ პირობით, რომ ჩვენ მათ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას გავუწევთ”, – წერს ჯონსონი.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

 

მსგავსი თემები