„ჩვენი სარჩელი რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის თავიდან ასაცილებლად სამართალწარმოებაშია“ – ნათელაშვილი

“ლეიბორისტულმა პარტიამ” რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის ბრძანების გაუქმების მიზნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა – ოფიციალური შეხვედრა 27 თებერვალს, 14:30 საათზე გაიმართება.

პირველმა ლეიბორისტმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველ ოლიგარქს დედაქალაქის მთავარი კლინიკის ადგილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა სურს.

გვინდა მოგახსენოთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” სარჩელი რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის თავიდან ასაცილებლად მიღებულია სამართალწარმოებაში და სამშაბათს, 27 თებერვალს, 14:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში დანიშნულია პირველი ოფიციალური სხდომა. ხელისუფლებამ, რომლის ფაქტობრივი მეთაური ივანიშვილი აპირებს, ამ უნიკალური კომპლექსის ადგილას ბიზნესს სასახლეების მშენებლობას მილიარდიანი მოგებისათვის, საზოგადოების აქტიურობის, ექიმთა გაუტეხლობის, ჩვენი ბრძოლის შედეგად იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკება-კონსულტაციები სამედიცინო კოლექტივთან”, – ამბობს ნათელაშვილი.

 

მსგავსი თემები