“ტირანია ვერასდროს იზეიმებს, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით” – სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 2 წლისთავს ეხმაურება და ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ არ გაიმარჯვებს.

სუნაკი ომში ჩართულ ქვეყანას 250 მლნ ფუნტი სტერლინგის ოდენობით საარტილერიო ჭურვებს დაჰპირდა.

დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე” –  თქვა სუნაკმა.

 

 

მსგავსი თემები