ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს

ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს. ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი. კირა იარმიში ავრცელებს.

„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა.

ჯერჯერობით ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. დაკრძალვის პროცესი წინ გვაქვს. ჩვენ არ ვიცით, ხელისუფლება შეუშლის თუ არა ხელს დაკრძალვა ისე ჩატარდეს, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“, – წერს კირა იარმიში X-ზე.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

მსგავსი თემები