ცნობილია იმ სამი პირის ვინაობა, რომლებსაც აშშ-მა ნავალნის გარდაცვალების გამო, სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო,  სამ პირს სანქციები დაუწესა,

სანქცირებული პირები არიან რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორის მოადგილე ვალერი ბოარინევი და ამავე უწყების თანამდებობის პირები – იგორ რაკიტინი და ვადიმ კალინინი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ზედამხედველობდნენ იმ კოლონიას, რომელშიც პატიმრობას ალექსეი ნავალნი იხდიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოიარინევმა პირადად გასცა ციხეში ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანება. ოპოზიციონერის სიკვდილის შემდეგ კი ის პუტინმა დააწინაურა და გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

“ეს მხოლოდ დასაწყისია” –  ასე გამოეხმაურა თეთრი სახლი დაწესებულ შეზღუდვებს და ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუსეთს ახალი სანქციები დაუანონსა.

„ჩვენ უფრო მეტს უნდა ველოდოთ […] კრემლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით, რომელიც პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე“ – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, უკრაინაში ომის 2 წლისთავთან და ნავალნის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან აშშ-მა რამდენიმე საათის წინ უკვე გამოაცხადა შეზღუდვების ახალი, მასშტაბური პაკეტი. ვაშინგტონმა რუსეთს დამატებით კიდევ 500 სანქცია დაუწესა.

ბრიტანეთმა იმ კოლონიის ხელმძღვანელები დაასანქცირა, სადაც ნავალნი გარდაიცვალა

 

მსგავსი თემები