„80 წელი ჩეჩნების გენოციდიდან, არც ქართველი ხალხი გადაურჩა ღორი რუსების სისასტიკეს“ – მალხაზ მაჩალიკაშივლი

„ჩეჩენო- ინგუშის „დეპირტაციდან გავიდა 80 წელი, ეს იყო სრული გენოციდი, გენოციდი რომელიც, დღემდე არც ერთ ერს არ ახსოვს,“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.

მაჩალიკაშვილი რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იხსენებს და კავკასიელ ხალხს ერთად დგომისკენ მოუწოდებს:

„სტალინის სისასტიკეს შეწირული ერის ნაწილი ხრუშოვმა დააბრუნა თავის მიწა- წყალზე, მაგრამ რა დაბრუნება, ერი რომელიც სულით იყო დასახიჩრებული, ერი, რომელიც დღემდე გონს არ მოსულა, იმ სისატიკის შედეგით, ისიც არ აკმარეს 1994 წელი საშინელი ომი,1996 წ, ისევ გენოციდი და მოკლული 40 ათასი ბავშვი, 270 ათასი მეომარი და მშვიდობიანი მოსახლე, უგზო უკლოდ დაკარგული 27 0000 ადაიანი, აი ბატონებო თქვენი სტალინი და ქოცების საყვარელი რუსი, და არც საქართველო და ქართველი ხალხი გადარჩენილა იმ ღორი რუსის სისატიტეს, აქაც ბევრი უბედურებები ჩაიდინეს, ესაა ქოცის საყვარელი ძმა დიდი რუსეთი, თავისუფლება თავისუფლების მოყვარულ ერებს, ქართველს და ვაინახს, თავისუფლება კავკასიას.“ – წერს მაჩალიკაშვილი.

მსგავსი თემები