მამის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

მამის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა კაცს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ მამას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-წლიდან 20-წლამდე ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები