„არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის დასრულებას“- ზელენსკი

ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის დასრულებას – რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი ჰოსტომელში  ჩავიდა იმ ადგილას, სადაც ზელენსკის თქმით, “კიევის სამ დღეში აღება” უნდა დაწყებულიყო.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინელებს, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა.

“სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო “კიევისა და უკრაინის 3 დღეში აღება”. ორი წლის წინ, სწორედ აქ, ცეცხლით დავხვდით მტრის დესანტს. ორი წლის შემდეგ, აქ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვხვდებით. დიდებული ქვეყნის დიდებული ხალხი! წარმოუდგენლად ამაყი ვარ თითოეული თქვენგანით, მჯერა თითოეული თქვენგანის. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის დასრულებას. მადლობა თქვენ, მეომრებო, ჩვენო ხალხო და მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც ჩვენს გვერდით და სიმართლის გვერდით დგას,” – ამბობს ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები