„მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“ – გლდანში მომხდარი მკლელობის დეტალები

მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, რეზი გახიტაშვილი დუმილის უფლებას იტოვებს, მამაკაცი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება და სავარაუდოდ, სწორედ სასამართლოზე დაარღვევს დუმილს

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. არ არის გამორიცხული, საქმეში სასამართლო ექპერტებიც ჩაერთონ.

ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში და ამ შემთხვევაში, ბრალის დადგენილებაში მითითებული არის, რომ განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა მარცხენა მხრის მიდამოში. ეს არის მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის მიხედვით არის მარცხენა მხრის მიდამოში მიღებული დაზიანება. წერია, რომ ერთხელ აქვს დარტყმული, თუმცა დაზიანება სად აქვს მიღებული გარდაცვლილს, ამას დაადგენს შესაბამისი ექსპერტიზა. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ”, – ამბობს ადვოკატი.

მკვლელობა გლდანში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფრომაციით, ახალგაზრდა კაცმა სასტიკი დანაშაული არასრულწლოვანი დის თანდასწრებით ჩაიდინა, მამას სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს დანით მიაყენა, შემდეგ კი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა.

,,112-ში დარეკა მეორე შვილმა, პატარამ, 12 წლისაა, ბავშვიც შეესწრო” – ახალი დეტალები გლდანში მომხდარ დანაშაულზე

მსგავსი თემები