,,აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს” – ჯონ კირბი

აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ირანს სანციებს რუსეთის მხარდაჭერის გამო დაუწესებენ.

,,რუსეთის სასტიკი ომისადმი ირანის მუდმივი მხარდაჭერის საპასუხოდ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს ირანს უახლოეს დღეებში და მზად ვართ უფრო წინ წავიწიოთ, თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიყიდის… ირანი რუსეთს უფასოდ არ ეხმარება. ირანის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რუსეთი თეირანს უპრეცედენტო თავდაცვის თანამშრომლობას სთავაზობს. ასე რომ, მთლიანობაში ირანი ეძებს მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობას რუსეთისგან”, – განაცხადა კირბიმ.

მსგავსი თემები