94 წლის ასაკში ვიქტორია სირაძე გარდაიცვალა

94 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი ვიქტორია სირაძე. ინფორმაციას პუბლიცისტი ნუგზარ ფოფხაძე ავრცელებს:

,,სულ ახლახანს გარდაიცვალა ქალბატონი ვიქტორია სირაძე.გასული საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ლეგენდა, განურჩევლად ყველასთვის სიკეთის მკეთებელი, დამხმარე და…სულიერად და გარეგნულად ულამაზესი ქართველი ქალი.

24 მაისს მას 95 წელი შეუსრულდებოდა.

ძალიან ვწუხვარ და მტკივა. ვუთანაგრძნობ შვილიშვილებს, ახლობლებს, მეგობრებს”, – წერს ნუგზარ ფოფხაძე.

სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, სამი მედლითა და სხვადასხვა საპატიო სიგელით… ქალბატონი ვიქტორია 30 წლის განმავლობაში პრესასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს ამბობდა.

მსგავსი თემები