ესპანეთში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია სულ მცირე, 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი მეხანძრე და ერთი მცირეწლოვანი.

ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ვალენსიაში მოხდა. მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილი ცეცხლი მეზობელ სახლზეც გავრცელდა. მეხანძრეებმა მოსახლეობის ევაკუაცია აივნებიდან შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი თემები