„უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებეl სახელმწიფოებად აღიარება“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს მიმართავს, უკან წაუღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება.

„საქართველოს ნატოს ახლო პარტნიორია. სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით ნებისმიერი მუქარა მიუღებელია”, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

მან უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდირესად მძიმეა.

„უკრაინის გასვლა ავდეევკადან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია.  ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის, და აღჭურვილობა F-16-ისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები