„თქვენს მხარდამხარ ვდგავართ“ – იენს სტოლტენბერგი

„მოვუწოდებთ ქვეყანას, განახორციელოს რეფორმები უფრო მაღალი და დიდი ტემით“ – აცხადებს იენს სტოლტენბერგი საქართველოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანი რისკია, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს ახორციელებს აგრესიულ ქმედებებს.

„მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს, მოხდეს შავ ზღვაში თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. გვახარებს ის, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო. მათ შორის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანების თვალსაზრისით. ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ თქვენს მხარხამხარ ვდგავართ“ – აცხადებს ნატოს  გენერალურ მდივანი.

მსგავსი თემები