,,გვარამია პოლიტიკურ ველზე მოუმზადებელი შემოვარდა” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია დიდი ხანი ემზადებოდა, ის პოლიტიკურ ველზე მოუმზადებელი დაბრუნდა.

,,დიდი მზადების მიუხედავად, რომელიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე და მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის. არ არსებობს წარსული, არ არსებობს სისხლი, არ არსებობს დანაშაულები, არ არსებობს გახარიასა და “ნაცმოძრაობის” თანამშრომლობა. ახლა უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხზე, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს არჩევნებში მხარს. ამ დროს, ყველა ხედავს, მოწინააღმდეგეც და მომხრეც, ეს არის კოლექტიური რევოლუციური კომიტეტის, სხვადასხვა განშტოებით, სხვადასხვა პათოსით და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, კარგი პოლიციელისა და ცუდი პოლიციელის ცნობილი ფორმულა უნდათ რომ გამოიყენონ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები