დედა, შვილის ცხედარს ითხოვს – ლუდმილა ნავალნაიამ სასამართლოს მიმართა

ალექსეი ნავალნის ცხედარი ისევ პუტინის ტყვეობაში დარჩება – დედა, რომელიც მკვდარი შვილის ნახვას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს, დახმარებისთვის სასამართლოს მიმართავს და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. ლუდმილა ნავალნაიას საჩივარს სასამართლო მარტამდე არ განიხილავს. ამ დრომდე კი ცხედარი ისევ დატყვევებული იქნება.

დიდი ბრიტანეთი კი მოქმედებაზე გადავიდა. სანქციები დაუწესდა იმ ციხის ადმინისტრაციის ექვს თანამშრომელს, რომელშიც ალექსეი ნავალნი მკვდარი ნახეს. პარალელურად, რუსეთში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. ყველას, ვინც ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებს, აშანტაჟებენ და ემუქრებიან. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან კი რუსული მილიცია მორიგეობს, მოქალაქეებს ადგილიდან აგდებენ და ნაგავში ყრიან ყვავილებს, რომელიც ხალხს ადგილზე მიაქვს.

მსგავსი თემები