„რუსეთს რაა? სწორია, უკრაინის და საქართველოს დეოკუპაცია!“ დავით ქაცარავა მამუკა იზორიას ტყვეობას ეხმაურება

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის” დასაცავად იბრძოდა, 2022 წლის 20 მაისს ტყვედ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას, „აზოვსტალის” დატოვების შესახებ.

„ტელეგრამ”-არხებით გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცნობას ერთვის დაპატიმრებული მებრძოლის საუბრის ამსახველი ვიდეო.

მომხდარს სოციალურ ქსელში, „ანტისაოკუპაციო მოძარობის“ ლიდერი , დავით ქაცარავა ეხმაურება:

„ორკებმა ქართველ მებრძოლს, აზოვსტალის მცველს, მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ჩვენი მებრძოლის დასახსნელად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს მამუკა გაწერელიას გასათავისუფლებლად.

რუსეთს რაა?

სწორია, უკრაინის და საქართველოს დეოკუპაცია!

@@@@,  რომ არ აცდება ორკისტანს, ამაშიც ღრმად დარწმუნებული ვარ!“ -წერს ქაცავარა.

გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათ არ ჰყავთ ადვოკატი და დამხმარე პირი.

 

მსგავსი თემები