პარლამენტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის, გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა 91 ხმით დაუჭირა მხარი.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ირაკლი კობახიძეს მისი საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა.

მსგავსი თემები