,,აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში” – რობინ დანიგანი

,,აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა.

,,მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად დაითვლება, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი თავისუფალი და სამართლიანია. ასე რომ, მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში”, – ამბობს დანიგანი.

მსგავსი თემები