7 წლის შემდეგ, პირველად შეუძლია მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს – თორნიკე მამალაძე

7 წლის შემდეგ პირველად შეუძლია მხარზე თავი დამადოს და ასე მშვიდად ჩაეძინოს, – ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებული ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავდადებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. როგორც დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, გიორგი მამალაძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არ შეუწყალებია.

,,თავისუფალია, კი ბატონო. ახლა მიმყავს ქობულეთში. ახლა გამოუშვეს. ქობულეთში ვიქნებით 3-4 საათში. დღეს გაათავისუფლეს, სადღაც10 წუთია. რის საფუძველზე, არ ვიცი. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა თავისუფალიაო, ახლა საპყრობილე დატოვა. პრეზიდენტს არ შეუწყალებია.” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მსგავსი თემები