,,არ დაიჯეროთ ხალხო, არც ღმერთის შეგეშინდეთ და არც მითუმეტეს ეპისკოპოსის” – მამა პეტრე

არ დაიჯეროთ ხალხო, არც ღმერთის შეგეშინდეთ და არც მითუმეტეს ეპისკოპოსის, – ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რომლისთვის მღვდლემსახურების შეჩერებს თხოვნითაც სინოდალურმა კომისიამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართა.

,,ქონებრივი უთანასწორობა, ეკლესიის უმთავრესი პრობლემა… მრავალშვილიანი მღვდლები, სიღარიბის ზღვარს მიღმა, გაზულუქებული, მრევლის, შემომწირველების ხარჯზე გამდიდრებული ბერები…

როგორი უხერხული საყურებელი და მოსასმენია ამბიონოდან ,,მოძღვრის ქადაგება”, რომელიც წირვის შემდეგ ასიათას დოლარიან ჯიპს მოახტება, მანამდე კი, ნასესხები ფულით ტაძარში მისულ ადამიანს მოძღვრავს, თუ როგორ უნდა დაითმინოს სიღარიბე და როგორ უნდა დაბრმავდეს, დაყრუვდეს და დაჩლუნგდეს, მდიდარი მამაო რომ არ განიკითხოს, რადგან ეს აცხოვნებს…

ასეთი ბოდვა არ მაღიზიანებს, მაგრამ ის დაშტერებული მასა მაგიჟებს, ვისაც ამ ბოდვის მართლა სჯერა…

ზოგიერთი ვითომ მონაზვნის გაზიარებული კიდევ ერთი ნაბოდვარის არ იყოს, თურმე ისე უნდა გვეშინოდეს ეპისკოპოსის, რიგორც ღმერთის… ამ ფაშოსტური მიძღვრებით დააზომბირეს ადამიანები და მათი უტვიბით ხელებს ითბობენ…

არ დაიჯეროთ ხალხო, არც ღმერთის შეგეშინდეთ და არც მითუმეტეს ეპისკოპოსის…

ზოგიერთი მშობლის მეთოდი გამახსენდა მოზარდთან, თუ არ დაიძინებ, აუა მოვა და შეგჭამსო… ძალიან კომიკურია ამ ყველაფრის გაანალიზება…

ეპისკოპოსი იქით კი არ უნდა ითხოვდეს მსახურებას, აქით უნდა ემსახურებოდეს ადამიანს… ეპისკოპოსმა თავად უნდა მომცეს თავმდაბლობის და უპოვარების მაგალითი…

ერთი მღვდელი ავტომობილიდან მესაუბრებოდა, შენი სათვალეებით ხალხს აბრკოლებო, ოღონდ ჩემი სათვალის ფასი, მის ავტომობილს ერთი საბურავი ჰქონდა!…

სირცხვილია ამდენი სიბნელე და ფსკერისკენ დაშვება… ეს მდგომარეობა ყველას ერთად ჩაგვიტანს. ამ სიტუაციაში არავინ დარჩება გამარჯვებული…

ხალხო, აზრზე მოდით, გონს მოეგეთ, ისევ თქვენთვის აჯობებს!”, – წერს მამა პეტრე.

 

მსგავსი თემები