უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 თებერვალს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ევროპული კომისიის წევრებს მოუწოდა 24 თებერვალს მასთან, და მისი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართონ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე.
ზელენსკის მოწოდების ფონია დაძაბულობა, რომელსაც იწვევს პოლონელი ფერმერების პროტესტი უკრაინის საკვების იმპორტზე – რაც, მათი თქმით, გავლენას ახდენს მათი ნაწარმის ფასებზე.
ზელენსკი აცხადებს, რომ ამ საკითხს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ის, შესაძლოა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახოს.