უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ მეცოლასთან – ილია დარჩიაშვილი

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელის გაიმართება, ეს არის ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ მეცოლასთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. „გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი დღე გვქონდა გუშინ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბრიუსელში. გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის შესაბამის პირებთან, გაიმართა უმნიშვნელოვანესი პლატფორმის შეხვედრა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო, რომელიც მთავარი მექანიზმია ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის. დღეს უკვე პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს ამ შეხვედრებს და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა,…

მეტი...

ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს – შალვა პაპუაშვილი

სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ დროს მიღებული კონსტიტუცია ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას. ,,დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ საუკუნის წინ მიღებული ამ პოლიტიკური დოკუმენტით, რომელიც ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას.…

მეტი...

ევროკავშირმა TikTok-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ევროკავშირმა TikTok-თან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო. შედეგად უნდა გაირკვეს დაარღვია თუ არა სოციალურმა ქსელმა ონლაინ კონტენტთან დაკავშირებული წესები, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოების მხრივ. ტიერი ბრეტონმა, ევროკავშირის კომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, თქვა, რომ ბავშვების დაცვა პრიორიტეტია. ეს მოიცავს, როგორც ასაკის შემოწმებას, ისე შესაბამის კონფიდენციალურობას. „ეს პლატფორმა მილიონობით მოზარდზე ახდენს გავლენას. TikTok სრულად უნდა შეესაბამებოდეს DSA-ს და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არასრულწლოვნების დაცვაზე. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ჩვენი შვილების დასაცავად”, – თქვა ბრეტონმა. ცნობისთვის, გასული წლის აპრილში, ირლანდიურმა მარეგულირებელმა TikTok 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მაშინ ეს ევროკავშირის მონაცემთა კანონმდებლობის დარღვევის გამო მოხდა,…

მეტი...

განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ჩვენი ქვეყნისთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა – თეა ახვლედიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთხმად დადებითად და ძალიან მნიშვნელოვნად შეფასდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიუსელში განაცხადა. თეა ახვლედიანის თქმით, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო საქართველოსთვის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაც, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველოს დელეგაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა ევროკავშირთან ემსჯელა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში. „დიდი ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების შერიგების და ევროკავშირის შემდგომი ჩართულობის და მხარდაჭერის გზების განხილვას. ევროკავშირმა, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ერთხმად დაადასტურა…

მეტი...

უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა. ინფორმაციას უმაღლესი რადას წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დმიტრი ლუბინეცი ავრცელებს. მისი თქმით, ბავშვების დაბრუნება კატარის შუამავლობით და იუნისეფის მხარდაჭერით მოხერხდა. მათგან ყველაზე უფროსი 16, ყველაზე უმცროსი კი 2 წლისაა.

მეტი...

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. დღეს, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში ეწვევა. უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ წარუდგენს ანგარიშს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. ფინანსთა სამინისტროს მუშაობას აფასებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ უწყება სტაბილურ და ეფექტურ პოლიტიკას ატარებს, რაც ქვეყნის მაჩვენებლებში აისახება.

მეტი...

საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია – იანეზ ლენარჩიჩი

საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია, – ამის შესახებ ევროკომისართან კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი ტვიტერზე წერს. როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, მან დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა. „საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია. დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი ნაბიჯი ევროპის კატასტროფების მართვის შემდგომი გაძლიერებისკენ“, – აღნიშნავს ევროკომისარი.

მეტი...