,,საქართველო შეფასდება იმის მიხედვით, რამდენად შეძლებს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები” – საფრანგეთის ელჩი

,,საქართველო შეფასდება იმის მიხედვით, რამდენად შეძლებს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შეზარ გასრიმ განაცხადა.

,,ქართული დემოკრატიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ამ არჩევნების მთლიანობის გარანტორები. ჩემი რჩევაა, რომ წვლილი შეიტანოთ, რომ გქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამისათვის იმუშავეთ ერთად. როგორც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყანა – საქართველო შეფასდება იმის მიხედვით რამდენად შეძლებს ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები”, – ამბობს ელჩი.

მსგავსი თემები