თბილისის საკრებულომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღო

საკრებულოს სხდომაზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღეს. დოკუმენტი თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა.

დადგენილების მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება და შემავიწროებლისთვის პროპორციული, ადეკვატური და სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება.

მსგავსი თემები