სუპერ ბოულის აღლუმზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია 30-მდე ადამიანი

აშშ-ში, კანზას სიტიში, მისურის შტატში, ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა სუპერ ბოულში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე. გარდაცვლილი პირი ადგილობრივი დიჯეი იყო.

კანზას სიტის პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად 22 ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მაგრამ პოლიცია დაშავებულთა საერთო რაოდენობის დასადგენად ჯერ კიდევ მუშაობს.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანი დააკავა.

დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა კანზას სიტის ცენტრში აღლუმსა და მარშზე, რათა აღენიშნათ Kansas City Chiefs განმეორებითი ჩემპიონობა.

მსგავსი თემები