საქართველოში ჩინეთის საელჩო ტურისტებს აფრთხილებს

საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინელ ტურისტებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო პერიოდში საქართველოში ძარცვის შემთხვევები გახშირდა, ზოგიერთმა ჩინელმა ტურისტმა დაკარგა დოკუმენტები და ფული.

გარდა ამისა, საელჩო ამბობს, რომ ზამთარში საქართველოში წვიმს და თოვს, გზების მდგომარეობა ცუდია.

,,ზოგიერთი ჩინელი ტურისტის თქმით, აეროპორტში და სხვა ტურისტულ ადგილებში, ხშირია კამათი ტაქსის მძღოლებთან. ჩვენ ვურჩევთ ტურისტებს შეიძინონ ადგილობრივი SIM ბარათები, ჩამოტვირთონ ტაქსის აპლიკაცია მკაფიოდ მითითებული მარშრუტებითა და ფასებით და ასევე მოერიდონ არალიცენზირებული ტაქსით სარგებლობას, რათა არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები