იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს. 29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს.

ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას ცდილობდნენ.

მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები