აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს.

მაიორკასს რესპუბლიკელები მექსიკის საზღვარზე უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების შემოდინებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ,რომ მან ვერ შეძლო დადებული ფიცის შესრულება და მოვალეობის შესრულება საზღვრის დასაცავად.

მაიორკასის იმპიჩმენტის საკითხს ახლა სენატი განიხილავს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ. შიდა უსაფრთხოების მდივანი პირველია, რომელსაც ბოლო 150 წლის განმავლობაში იმპიჩმენტი მოუწყვეს.

მსგავსი თემები