ხანძარი წალენჯიხაში

წალენჯიხაში, კერძოდ მუჟავაში ხანძარი განჩნდა. ქ. ჯვარის, ზუგდიდისა და ხობის სახანძრო ბრიგადები მთის ფერდობზე გაჩენილ ხანძარს გვიან ღამემდე ებრძოდნენ. ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს, 4 ლოკაციაზე გაჩნდა.  დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი მიწის ფართობი.

როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ამბობს, პირველადი მოკვლევით, სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მიწის მომზადება გახდა. დღეს, დილიდან მომხდარზე მოკვლევა დაიწყება.

 

მსგავსი თემები