უცნობმა პირმა, პროკურატურის სახელით, იური სუსლიაკს საპროცესო გარიგება შესთავაზა (ჩანაწერი)

  •  

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იული სუსლიაკის მეუღლეს, იური სუსლიაკს, რომელიც აფხაზეთში იმყოფება, საქართველოს პროკურატურის სახელით, უცნობმა პირმა დაურეკა და ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო გარიგება და იულია სუსლიაკის უკრაინაში გაფრენა შესთავაზა. აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი „მედიაცენტრ მთავარს“ იულია სუსლიაკის ინტერესების დამცველმა, ზურაბ თოდუამ გაუგზავნა.

უცნობი, პროკურატურის სახელით: გამარჯობა იური, პროკურატურიდან გირეკავთ.

იური სუსლიაკი: ვინ ბრძანდებით, წარმომიდგინეთ თავი.

უცნობი: არ აქვს მნიშვნელობა, მე დავალებით გირეკავთ. იური, გინდათ რომ თქვენი ცოლი უკრაინაში გაფრინდეს?

იური სუსლიაკი: რა თქმა უნდა, მინდა.

უცნობი: ჩვენ თქვენთან წინადადება გვაქვს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

იური სუსლიაკი: უკაცრავად, ეს რა არის?

უცნობი: ეს არის დანაშაულის აღიარება ბავშვების გაყიდვის ნაწილში. ამაზე პატიმრობა არ იქნება, იქნება მხოლოდ ჯარიმა. ჯარიმა და ამის შემდეგ შეძლებს უკრაინაში გაფრენას.

იური სუსლიაკი: მე იმედი მაქვს, მას გაამართლებენ, რადგან მტკიცებულება არ არსებობს.

უცნობი: შეიძლება გაამართლონ, შეიძლება არა. სასამართლო იქნება… შეიძლება გაგრძლდეს ნახევარი წელი, შეიძლება, 2 წელი…. თუ ასე მოხდება, ბავშვები მას დეიდას დაუძახებენ და არა დედას. ეს გინდათ თქვენ? ურჩიეთ მეუღლეს და ადვოკატს.

იური სუსლიაკი: როგორ დაგიკავშირდეთ?

უცნობი: მე თვითონ დაგიკავშირდებით.

იური სუსლიაკი: როგორ მოგმართოთ?

უცნობი: არ აქვს ამას მნიშვნელობა, მოიფიქრეთ და დაგირეკავთ.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი ქალბატონი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-მ სს საქმე 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს და 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჩანაწრი იური სუსლიაკსა და უცნობს შორის:

მსგავსი თემები