ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი პრემიერად არჩევის შემდეგ

,,სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას”. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ პრემიერად არჩევის შემდეგ გააკეთა.

,,მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება არის თვისებრივად განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო საქმიანობის, არის დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. ახლო მომავალში, მყისიერად გადავალთ უკვე სამუშაო რეჟიმზე. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყებია მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანაზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, საქართველოს მთავრობის წინაშე”,  – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები