მამამ 2 წლის გოგონა მეხუთე სართულიდან გადააგდო, გამვლელმა კი ჰაერში დაიჭირა და გადაარჩინა

ყაზანში მამამ მეხუთე სართულიდან 2 წლის გოგონა გადააგდო. გამვლელმა კი სიმაღლიდან გადმოგდედბული გოგონა ჰაერში დაიჭირა და ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

ალბერტ ბიკმულინი დისტრიბუტორად მუშაობს და აწვდის საქონელს მაღაზიებში. შსს-ს ინფორმაციით, ის მორიგეობდა, როცა ბავშვების ყვირილი გაიგონა და დაინახა, რომ მამაკაცმა ფანჯრიდან ორი ბავშვი გამოყო, რომლებიც ტანსაცმლით ჰყავდა ჩაბღაუჭებული და ემუქრებოდა, რომ გადააგდებდა. ალბერტი მანქანიდან გადმოხტა და მოახერხა, გადმოგდებული გოგონას ჰაერში დაჭერა, რის შემდეგაც ისინი ერთად გადაცვივდნენ თოვლში.

ამის შემდეგ მამაკაცი მეზობლის ფანჯრიდან უცნობი პირის ბინაში შევიდა, მასთან მოლაპარაკება დაიწყო და პოლიციის მოსვლამდე დარჩა. სწორედ ალბერტმა შეუშალა ხელი უბედურ მამას, რომ გადაგდებული ბავშვის ტყუპისცალიც ფანჯრიდან გადაეგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტყუპის 36 წლის მამა ნარკომანია და მას განუვითარდა ჰალუცინაციები, რომლის ზემოქმედებითაც, ბავშვების ფანჯრიდან გადაყრა გადაწყვიტა, რადგან არარსებული ხანძრისგან უნდა „გადაერჩინა“. მას ბავშვის მკვლელობის მცდელობას ედავებიან და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მსგავსი თემები