ფოთში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ცოლ-ქმარი დაიღუპა

ფოთში, ნაბადის უბანში ბუნებრივი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. შემთხვევის დროს ისინი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც კარები შეამტვრიეს.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები