სვანეთსა და ხულოში ზვავი ჩამოწვა

სვანეთში, ჭაალადში ზვავი ჩამოწვა. თვითმხილველების თქმით, მთიდან ჩამოსულმა თოვლისა და მიწის მასა საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე ჩამოვიდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ზვავი ჩამოწვა აჭარაშიც, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ზვავმა მოგლიჯა ხეები. ასევე განვითარდა მეწყრული პროცესები.

მოქალაქეები მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ იტყობინებიან სოფელ დიდაჭარადანაც. არსებული ინფორმაციით, მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად ჩახერგილია მთავარი გზა, რომლითაც ღორჯომის ხეობის სოფლები სარგებლობენ.

მსგავსი თემები