ვინ არის ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 20 წლის გოგონა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ნია რობაქიძეა.

,,ჩემო ნიაკო, რამდენი წარმატება გელოდა წინ” , – წერენ სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები