ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეექვსე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე­ გაიზარდა. ამ დროისთვის, ადგილზე 3 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება კვლავ გრძელდება.

დაკარგულებს ახლა საცხოვრებელი ეზოების  გარდა მდინარის კალაპოტშიც და მიმდებარე ტერიტორიებზეც ეძებენ.  მიწის ქვეშ ჩარჩენილების მოსაძებნად კი ოპერაციას ათობით მაშველი ხელსაწყოებით ახდენს, რადგან მძიმე ტექნიკა  ტერიტორიაზე დაკარგულების უსაფრთხოების გამო არ შეჰყავთ.

მსგავსი თემები