მეწყრული ზონები საქართველოში, ჩამონათვალი ვრცელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა ხანგრძლივი კვლევისა და შესწავლის შემდეგ, ის ზონები დაადგინა, სადაც მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ამ ჩამონათვალში ნერგეეთიც შედის, სადაც წუხელ მეწყერი ჩამოწვა და ადამიანები დაიღუპნენ.  კვლევა გასულ წელს მომზადდა და ის საჯარო იყო.

გეოლოგიის დეპარტამენტის კვლევით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონებია:  დიმი, I ობჩა, II ობჩა, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  შუქრუთი, ითხვისი, დარკვეთი, ზოდი, ჯალაურთა, შავწყალი, წირქვალი, ბუნიკაური, მღვიმევი, ხრეითი, მელუშეთი, ჭალოვანი, ვაკევისა და ჯაჯანიძეები.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  საირხე, ჭორვილა, ბაჯითი, სარეკი, წითელსოფელი, საჩხერე, სავანე, არგვეთი, გორისა, მახათაური, ორღული, კორბოული, ხცისი და საჩხერე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  ტყიბული, გურნა, წყნორი, ანტორია, ციხია, კურსები, ოჯოლა, ზედა ჭყეპი, ნაბოსლევი, ორპირი, მუხურა და შუქერი.

ხონის მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონები: ქვედა გორდი, ზედა გორდი, ქვედა კინჩხა, გამოღმა ნოღა, გაღმა ნოღა, კინჩხაფერდი, ზედა კინჩხა, რონდიში, გელავერი, ღვედი და ძეძილეთი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონები: ქუთაისი, გუმათი, ჟონეთი, ჯიმასტარო, ოფურჩხეთი, რიონი, ზარათი, ნამოხვანი, მექვენა, დერჩი, სორმონი, დღნორისა, ბენთქოულა, ბანოჯა და ცხუნკური.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონები: მთისძირი, დაბლა გომი, ზედა გომი, დობირო, პირველი და მეორე ნიგორზღვა, გამოჩინებული, მტერჩვეული, ზედა ნოღა და კორმაღალი. ნაპირგარეცხვები მოსალოდნელია მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე და მდ. ცხენისწყალის ორივე ნაპირზე მდ. რიონის შესართავამდე;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონები: ზვარე, ქვები, ლეღვანი, ფარცხნალი, კიცხი, ვარძია, ზიდარი, საქარიქედი, ღორეშა, ბაზალეთი, ღუდუმექედი, ვახანი, ვერტყვიჭალა, ლახუნდარა, სარგვეში, მოლითი და მაქათუბანი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  ნაგარევი, ღვანკითი, გოდოგანი, ძევრი, ახალთერჯოლა, ეწერი, ზედა და ქვედა სიმონეთი, თუზი, ალისუბანი, ჩხარი, რუფოთი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ნახშირღელე, ზედა საზანო და გოგნი.

 

 

მსგავსი თემები