ირაკლი კობახიძე ოპოზიციას სამთავრობო პროგრამას აცნობს

ამ წუთებში ტრიბუნასთან პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დგას, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას სამთავრობო პროგრამას აცნობს.

სხდომას თინათინ ბოკუჩავა უძღვება. სხდომას მინისტრობის კანდიდატები სრული შემადგენლობით ესწრებიან. სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ კი ოპოზიცია მინისტრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართავს.

ოპოზიციის ნაწილი ამ შეხვედრას არ ესწრება. “ლელოში” და “გახარიას გუნდში ” ფიქრობენ, რომ ნდობის გამოცხადებამდე მთავრობა ყველა პოლიტიკურ გუნდს ინდივიდუალურად უნდა შეხვედროდა, ამიტომ სხდომათა დარბაზში შესვლას არ აპირებენ.

მსგავსი თემები