ნერგეეთში, სტიქიის ზონაში კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ოპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია 8 ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 1 პირის მიმართ.

მეხანძრე-მაშველები, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა.

მსგავსი თემები